შინაარსზე გადასვლა

პეტრო პოროშენკო

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
პეტრო პოროშენკო
პეტრო პოროშენკო
უკრაინის მე-5 პრეზიდენტი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
7 ივნისი, 2014 – 20 მაისი, 2019
პრემიერ-მინისტრი  ვლადიმერ გროისმანი
წინამორბედიალექსანდრე ტურჩინოვი
მემკვიდრევოლოდიმირ ზელენსკი

ეკონომიკური განვითარებისა და ვაჭრობის მინისტრი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
23 მარტი, 2012 – 24 დეკემბერი, 2012
პრემიერ-მინისტრიმიკოლა აზაროვი
წინამორბედიანდრეი კლიუიევი
მემკვიდრეიგორ პრასოლოვი

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
9 ოქტომბერი, 2009 – 11 მარტი, 2010
პრემიერ-მინისტრიიულია ტიმოშენკო
ალექსანდრე ტურჩინოვი
წინამორბედივლადიმირ ხანდოგი
მემკვიდრეკონსტანტინ გრიშჩენკო

დაბადებული26 სექტემბერი, 1965
ბოლგრადი, უკრაინა
პოლიტიკური პარტიასოლიდარობა
მეუღლემარინა პოროშენკო
შვილები4
განათლებაკიევის უნივერსიტეტი
რელიგიამართლმადიდებელი
საიტიhttp://www.poroshenko.com.ua/

პეტრო პოროშენკო (უკრ. Петро Олексійович Порошенко; დ. 26 სექტემბერი, 1965, ბოლგრადი)[1]უკრაინელი სახელმწიფო და პოლიტიკური მოღვაწე, ბიზნესმენი, მილიარდერი. ქვეყნის პრეზიდენტი 2014-2019 წლებში. Forbes-ის უკანასკნელი მონაცემებით (მარტი 2014), უკრაინის უმდიდრეს ადამიანებს შორის მას მე-7 ადგილი უჭირავს $1,3 მილიარდით[2]. VII მოწვევის უკრაინის სახალხო დეპუტატი, უფრაქციო. „უკრპრომინვესტის“ დამაარსებელი და საპატიო პრეზიდენტი. მართლმადიდებელი[3].

უკრაინის სახალხო დეპუტატი 1998-2005 და 2006- 2007 წლებში. ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანი 2005 წლის თებერვალ-დეკემბერში. უკრაინის ეროვნული ბანკის თავმჯდომარე 2007-2012 წლებში. უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი 2009-2010 წლებში. ეკონომიკური განვითარებისა და ვაჭრობის მინისტრი 2012 წლის მარტ-დეკემბერში.

პოლიტიკური კარიერა დაიწყო 1998 წელს როდესაც გახდა უმაღლესი რადის წევრი. 2014 წელს ევრომაიდანის დროს მხარი პროტესტანტებს დაუჭირა. მონაწილეობა მიიღო 2014 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში, რომელშიც წინასწარი მონაცემების საფუძველზე გამარჯვებას მიაღწია. 2019 წელს მეორე ტურში დამარცხდა ვოლოდიმირ ზელენსკისთან.

ჰყავს მეუღლე მარინა პოროშენკო და ოთხი შვილი: ალექსეი (1985), ევგენია (2000), ალექსანდრა (2000) და მიხეილი (2001). ევგენიას და ალექსანდრას ნათლიები არიან ვიქტორ იუშჩენკო და ოქსანა ბილოზირი.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: